ტომას ტუხელი
Aa
Aa

მზად არიან, თავიანთი შეცდომა აღიარონ - პარი სენ-ჟერმენს ტუხელის დანიშვნა სურს

„პარი სენ-ჟერმენი“ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ფრანგულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და „ბაიერნთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. პსჟ დამაჯერებლად ვერც ლიგა 1-ში გამოიყურება და უცხოურ პრესაში საკადრო ცვლილებების ალბათობაზე დაიწერა.

ბრიტანული გამოცემის, Standard-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, აღიაროს, რომ შეცდა და კლუბში ტომას ტუხელი დააბრუნოს. გერმანელი სპეციალისტი ბოლოს „ჩელსიში“ მუშაობდა და „პარკ დე პრენსის“ დატოვების შემდეგ, „არისტოკრატებთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Standard-ის ცნობით, ტუხელს პსჟ-ში დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ გარანტიების მიღება სურს. ტომასს უნდა, გასახდელში ფეხბურთელთა ძალაუფლება გაქრეს და მთლიანად სამწვრთნელო პროცესზე იყოს ორიენტირებული, ტრანსფერებზე კი კლუბმა იმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ ტუხელი „პარი სენ-ჟერმენში“ 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან ლიგა 1-ის ტიტული ზედიზედ მოიგო და საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა. გერმანელმა სპეციალისტმა პსჟ-ს 127 შეხვედრაში უთავკაცა და მისმა გუნდმა სასურველი შედეგი 85-ჯერ დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ არ გავარდებიან, ძეგლი დაუდგან“ - რას წერენ მამარდაზე უცხოელი ქომაგები
„თუ არ გავარდებიან, ძეგლი დაუდგან“ - რას წერენ მამარდაზე უცხოელი ქომაგები