ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარის და მენდეშის ტრავმები - პსჟ რთულ მდგომარეობაშია

ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ-მ „ლილს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

გოლები მბაპემ (2), ნეიმარმა და მესიმ გაიტანეს, თუმცა პარიზელებს გამარჯვება მძიმედ დაუჯდათ.

პირველ ტაიმში გალტიეს გუნდმა მარცხენა მცველი მენდეში დაკარგა. მის ნაცვლად თამაშში ბერნატი ჩაერთო. მეორე ტაიმში 51-ე წუთზე ნეიმარმა ერთი შეხედვით მძიმე ტრავმა მიიღო. ბრაზილიელს ფეხი გადაუბრუნდა, რაც ხშირად ცუდად მთავრდება ხოლმე.

საბოლოოდ, პსჟ-მ მატჩი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ლეო მესის ჯარიმით მოიგო და 23 ტურის შემდეგ, 54 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი კრისტოფ გალტიეს გუნდს 8 მარტს ელით. მიუნხენში შესაძლოა პარიზელები ნეიმარისა და მენდეშის გარეშე ჩავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: მესი მოლაპარაკებებს მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს
ფაბრიციო რომანო: მესი მოლაპარაკებებს მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს