ფაბრიციო რომანო: მესი მოლაპარაკებებს მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: მესი მოლაპარაკებებს მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს

მესის ირგვლივ არსებული გაუგებრობა გრძელდება. არგენტინელის მომავლის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ბევრი მათგანი როგორც წესი არ მართლდება.

ამჯერად ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლეო მოლაპარაკებებს მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს. „ბარსელონასგან“ შეთავაზება არ არის.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტუაცია შეიცვალა. მესი ახლა მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მათ შეხვედრა ჰქონდათ, ლეოს მამასთან ხორხესთან და მანაც დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ბარსელონასგან შემოთავაზება არ აქვს. ეს იყო მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პსჟ-სთან.

მომდევნო კვირებში კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უფრო მეტი რამ გაირკვევა. მათ შორის ხელფასის დეტალები, ხელშეკრულების ხანგრძლივობა და სხვა. ამჟამად მოლაპარაკებების ადრეული ეტაპია“.

- ამბობს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქომაგებმა ვინისიუსს აგინეს, ვინიმ მსაჯს აგინა - სკანდალური მატჩი ლა ლიგაში
ქომაგებმა ვინისიუსს აგინეს, ვინიმ მსაჯს აგინა - სკანდალური მატჩი ლა ლიგაში