ტომას ტუხელი, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე შესაძლოა 8 მარტის შემდეგ დაითხოვონ - ტუხელი ბრუნდება?

პსჟ მომდევნო უფერულ სეზონს ატარებს და გუნდი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რასაც მწვრთნელის მორიგი ცვლილება მოჰყვება. ეს საკითხი ნელ-ნელა აქტუალური ხდება.

RMC Sport-ი წერს, რომ შესაძლოა პარიზში ტომას ტუხელი დააბრუნონ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პსჟ „ბაიერნთან“ დამარცხდება და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობება.

განმეორებითი მატჩი 8 მარტს მიუნხენში შედგება და გალტიეს ბედიც იქ გადაწყდება.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, კატარის ემირი ტამიმ იბნ ჰამად ალ-ტანი ოცნებობს, რომ გუნდში ზინედინ ზიდანი მიიყვანოს. თუმცა, კლუბში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს ტომას ტუხელის დაბრუნებას უჭერენ.

გარდა მწვრთნელის ცვლილებისა, პარიზულ კლუბში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. ზაფხულში ფრანგული პრესა გუნდიდან მესისა და ნეიმარის წასვლასაც ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუფონი: „ბრავო ჯუნტოლის, ასეთ ფასად მან ჩემპიონები მოიყვანა“
ბუფონი: „ბრავო ჯუნტოლის, ასეთ ფასად მან ჩემპიონები მოიყვანა“