კილიან მბაპე, ნეიმარი
Aa
Aa

მხოლოდ მბაპე? მესი მისი და ნეიმარის მდგომარეობით უკმაყოფილოა

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L'Équipe-მა ბოლო 24 საათში დაწერა, რომ ლეო მესისა და პსჟ-ს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად მიმდინარეობს და არგენტინელი კლუბის დატოვებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ხელშეკრულების გაგრძელებასთან.

ამჯერად L'Équipe-ი გაცილებით ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გუნდის გასახდელში სიტუაცია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაუარესებულია.

წყაროს ცნობით, მესის არ ესმის, თუ რატომ აშენებს პსჟ ახალ პროექტს მხოლოდ მბაპეს ირგვლივ, როცა გუნდში მისი და ნეიმარის მასშტაბის ვარსკვლავებიც არიან.

მესი თვლის, რომ ამ მასშტაბის კლუბმა ასეთი დონის ვარსკვლავები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს და ისე არ უნდა მოექცეს, როგორც ბოლო ერთი წელია ნეიმარს ეპყრობიან. საუბარია კლუბის მხრიდან ნეიმარის მოშორების სურვილზე.

წყარო დასძენს, რომ მუნდიალის შემდეგ, გუნდის გასახდელში სიტუაცია გაუარესდა. მესის არც ეს ფაქტი მოსწონს.

არგენტინელის გარემოცვა გამუდმებით იმეორებს, რომ ის პარიზში ბედნიერია, თუმცა ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეინიშნება და არსებული ვითარება საპირისპიროს ამტკიცებს.

ამ ყველაფერს დაემატა ის ფაქტი, რომ ლეოს მამა ხორხე მესი ბარსელონაში ჩავიდა და ჟურნალისტებმა ის აეროპორტში დააფიქსირეს. ასევე არის ალბათობა, რომ არგენტინელმა ევროპა საერთოდ დატოვოს და კარიერა MLS-ში გააგრძელოს. კერძოდ, დევიდ ბექჰემის გუნდ „ინტერ მაიამიში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა