ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრებს დროებითი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ, ნაკრებს დროებითი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაავრცელეს.

„სელესაოს“ რამონ მენეზესი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ბრაზილიის 20-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა და კოლუმბიაში სამხრეთ ამერიკის ასაკობრივი ტურნირიც მოიგო.

„პენტაკამპეონთა“ რიგებში მისი დებიუტი 2023 წლის 25 მარტს შედგება, როცა ბრაზილია ამხანაგურ მატჩში მაროკოს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტიტე თანამდებობიდან 2022 წლის მუნდიალზე ხორვატიასთან მარცხის შემდეგ დაითხოვეს. „სელესაოს“ სავარაუდო მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, პეპ გუარდიოლა, ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი მოიაზრებოდნენ, თუმცა ამ დრომდე არცერთ მათგანზე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.

ბოლოს ანჩელოტის შესახებ დაიწერა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ცნობები უარყო და აღნიშნა, რომ „რეალიდან“ თუ არ გააგდებენ, ისე პოსტს თავად არ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს