იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

„შანსები 50/50-ზეა“ - ნაგელსმანი პსჟ-სთან მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, „რეკორდმეისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ნაგელსმანმა:

როგორ შევაჩერებთ მესის? ეს გუნდურად უნდა გავაკეთოთ. უნდა ვეცადოთ, რომ მესიმდე პასები არ მივუშვათ, ისევე როგორც ნეიმარზე და მბაპეზე. მათ ასევე ჰყავთ სწრაფი მცველები. შეცდომები არ უნდა დავუშვათ და მხოლოდ ვარსკვლავებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა, ვფიქრობ, რომ პსჟ-მაც უნდა იზრუნოს ჩვენი ფეხბურთელების შეჩერებაზე. საბოლოოდ ჯამში, უკეთესი ფორმა ასეთ დუელებში გადამწყვეტი იქნება.

კარგი იქნება თუ მბაპე და მესი ითამაშებენ. ზოგადად, მესი არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის როგორ ითამაშოს, ბევრის რომ არ ივარჯიშოს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მოვემზადებით. ორივეს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი გუნდისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ამისთვის მზად ვიქნებით.

ჩემპიონთა ლიგა ყველა ტურნირთან შედარებით განსხვავებული შეჯიბრია. აქ ყველა გუნდის მიზანი ერთია, მაქსიმალურად შორს წასვლა. ხვალ დაცვით თამაშს არ ვაპირებთ. თანაბარი დუელი იქნება, შანსები კი 50-50-ზე. გვსურს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გასვლითი შეხვედრა ჩავატაროთ, ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო დასასრული გვექნება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები