კილიან მბაპე
Aa
Aa

შესაძლოა, ბაიერნთან ითამაშოს - მბაპემ გუნდთან ერთად ივარჯიშა

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშოს.

სააგენტოს მტკიცებით, 24 წლის ფეხბურთელმა დღეს, იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებმაც გუშინ, ლიგა 1-ის მატჩში, „მონაკოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშეს, ან მოედანზე მცირე დროით გამოჩნდნენ. იწერება, რომ მბაპე სავარჯიშო პროცესში ჩართული იყო როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ პროგრამაში.

აქედან გამომდინარე, გუნდში გაჩნდა იმედები, რომ ფრანგი ფეხბურთელი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნთან“ თამაშს შეძლებს.

გუშინვე, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ „მონაკოსთან“ მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი კილიან მბაპეს მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდება, თუმცა მათ არ სრუთ თავდამსხმელის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება. ყველაფერი ოფიციალურად ხვალ გაირკვევა, როდესაც პარიზული გუნდი მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ტრავმა 1 თებერვალს, „მონპელიეს“ წინააღმდეგ მიიღო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელი დაზიანების გამო სამი კვირით იუქმებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესი საკუთარ ჟესტზე: „მბაპესთვის არ დამიცინია, მას დიდ პატივს ვცემ“
მარტინესი საკუთარ ჟესტზე: „მბაპესთვის არ დამიცინია, მას დიდ პატივს ვცემ“