ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენს და კვარას ხელფასს გაუორმაგებენ - Gazzetta მოლაპარაკებების შესახებ

გავლენიანი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლი“ გუნდის ლიდერებთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და უახლოეს პერიოდში დადებით შეთანხმებას მიაღწევს.

იტალიური გაზეთის ინფორმაციით, იგეგმება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან, 2.5 მილიონ ევრომდე გაეზარდოს, ოსიმენის შემთხვევაში კი საუბარია კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაზე და ამასთან, ხელფასის 4.5 მილიონამდე  გაზრდაზე.

რა წერია სტატიაში:

ოსიმენის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიასი კი 2027 წლამდე. ორივე მოთამაშის გადაბირებით პრემიერ ლიგის გუნდები არიან დაინტერესებულნი, თუმცა ისინი ნეაპოლში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილები არიან და მზად არიან კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩნენ.

თავის მხრივ, „ნაპოლი“ მათთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს. ოსიმენის შემთხვევაში, საუბარია ხელშეკრულების მინიმუმ 1 წლით გახანგრძლივებაზე, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი შესაძლოა 4.5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, ამას დაემატება გაუმჯობესებული ბონუსებიც.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, „ნაპოლი“ მზად არის მას ხელფასი გაუორმაგოს - 1.2 მილიონი ევროდან, 2.5 მილიონ ევრომდე. მიდის საუბარი კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებამდეც.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, ის ასევე ლიდერობს სერია A-ს ბომბარდირთა დავას. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაშვილისა და გურულის რეკორდის მოხსნის შანსი - ხვიჩა VS კრემონეზე
იაშვილისა და გურულის რეკორდის მოხსნის შანსი - ხვიჩა VS კრემონეზე