ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მასიმო ამბროზინი, სტეფანო ბორგი, ფაბრიციო ბიაზინი
Aa
Aa

ამბროზინი: „ნაპოლი იმდენად ძლიერია, 100-ქულიან იუვენტუსს მაგონებს“

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ DAZN-თან ინტერვიუში სერია ა-ს მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლი“ 2013-14 წლების სეზონის „იუვენტუსს“ აგონებს, რომელმაც სერია ა-ში  100 ქულაზე მეტი დააგროვა.

მასიმო ამბროზინი: „ინტერი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც „ნაპოლი“ დაამარცხა. მოდი, ეს არ დავივიწყოთ. თუ გუნდს შეუძლია „მილანისა“ და „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამბედაობა აჩვენოს, მას თამაში ნებისმიერ გუნდთან შეუძლია.

„ნაპოლისთან“ მიმართებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ზაფხულში წასული ფეხბურთელები, ყველაფერი გაკეთდა გრძელ გზაზე წარმატებული ასპარეზობისთვის.

„ნაპოლის“ „სპეციასთან“ იღბლიანი ეპიზოდები ჰქონდა. სიმართლე არის ის, რომ „სპეციამ“ „ნაპოლის“ 2 გოლი აჩუქა. შეხედეთ, მათ პროგრესს ჩემპიონატში, „ნაპოლი“ იმდენად ძლიერი გუნდია, რომ ის „იუვენტუსი“ მახსენდება, რომელმაც სერია ა-ში 100 ქულა დააგროვა.

„ნაპოლის“ კიმი ჰყავს, რომელიც თითქმის უფრო ძლიერია ვიდრე კალიდუ კულიბალი“.

იტალიელი ჟურნალისტი სტეფანო ბორგი: „ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად გამოიყურება, ძლიერი ფორვარდია. არაფერს ვამბობ ვიქტორ ოსიმენზე, რომელიც ფიზიკური სუპერძალის პატრონია. „ნაპოლი“ შეხვედრებს ღრმა შემადგენლობიდან და გააზრებული მოქმედებებიდან გამომდინარე იგებს“.

ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი იტალიური კომედიური ჟანრის ფილმის მონაწილეებს, ფრანკო ფრანკისა და ჩიჩო ინგრასიას წყვილს შეადარა.

ფაბრიციო ბიაზინი: „კვარაცხელიას გოლი. ოსიმენის გოლი. კვარაცხელიას საგოლე პასი ოსიმენისთვის. ამგვარი მიზიდულობა ფრანკოსა და ჩიჩოს შემდეგ არ მინახავს“.

შეგახსენებთ, „სპეცია“ შინ „ნაპოლისთან“ 0:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გაიტანა და ოსიმენს გაატანინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში ხვიჩა საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca
„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca