დანი ალვეში
Aa
Aa

ალვეშის კომენტარი ციხიდან - „არაფერი მაშინებს, ყველაფერს მივიღებ“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში ციხეში იმყოფება და მის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ალვეშს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და ესპანური გამოცემა, La Vanguardia მისი ადვოკატის სამომავლო გეგმებზე წერს.

როგორც ირკვევა, კრისტობალ მარტელი ბარსელონას სასამართლოში აპელაციას შეიტანს და მოითხოვს, ალვეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მარტელი მზადაა, სასამართლოს გარანტიები წარუდგინოს, რომ მისი კლიენტი ქვეყანას არ დატოვებს. გარანტიებს შორისაა პასპორტის ჩაბარება, სასამართლოში ყოველდღიურად მისვლა ან გარკვეული თანხის გადახდა. ამ საკითხზე მოსამართლე გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მიიღებს.

La Vanguardia ალვეშის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც მან სხვა პატიმრებთან საუბრისას გააკეთა: „ყველაფერს მივიღებ. სახლი 15 წლის ასაკში დავტოვე, ურთულესი გამოწვევები გადავლახე და მძიმე პერიოდები გამოვიარე. ეს კიდევ ერთი მათგანი იქნება და არაფერი მაშინებს“. ესპანური გამოცემა ალვეშის პოზიციაზეც წერს და აცხადებს, რომ დანის თქმით, სექსუალური კავშირი ორივე მხარის სურვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ალვეშს შესაძლოა, 4-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობენ. იგი გირაოს გარეშე დააკავეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ალვეშს საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ მიმალულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“
ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“