„ძლიერ მეტოქესთან ურთულესი მატჩი მოვიგეთ“ - სპალეტი
Aa
Aa

„ძლიერ მეტოქესთან ურთულესი მატჩი მოვიგეთ“ - სპალეტი

იტალიის სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

ჩინებულ მეტოქესთან ურთულესი მატჩი მოვიგეთ. „რომა“ აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც დიეგო მარადონას სტადიონზე მინახავს. დავინახე, რომ დღეს ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე ითამაშა. ისინიც, ვინ სათადარიგოთა სკამზე იყვნენ, შეხვედრაზე 100%-ით კონცენტრირებულნი იყვნენ. გამოჩნდა, რომ ეს გუნდი არასოდეს არის თანახმა ფრეზე და ყოველთვის მოსაგებად იბრძვის. როდესაც გოლი გავუშვით, ფეხბურთელებს სასტიკი რეაქცია ჰქონდათ და საბოლოოდ, მათი სურვილი შესაბამისადაც დაჯილდოვდა.

მოთამაშეები ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. რა თქმა უნდა რთულია, როდესაც ოსიმენი გამოგაკლდება, მაგრამ რატომ არ უნდა მიეცეს სხვას შანსი? მაგალითად რასპადორის და სიმეონეს. როდესაც ოსიმენი არ იყო, ისინი ყოველთვის გვეხმარებოდნენ.

მეორე ტაიმში თამაშს ცოტა მოვუკელით, მეტოქემ კი პირიქით, მოუმატა. ისინი ბევრ პრობლემას გვიქმნიდნენ, მაგრამ გუნდმა აქაც კარგად წარმოაჩინა თავი. ისეთი თამაში დავუპირისპირეთ, რომ იძულებულები გახდნენ მატჩი გაეხსნათ.

მოურინიოს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად პულსინელას ქანდაკება ვაჩუქე. მეგონა მის წვეულებაზე მიწვეული ვიყავი, მაგრამ არ დამპატიჟა და ამიტომ დღეს ვაჩუქე.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს, „რომა“ კი 37 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს ელის. „ნაპოლი“ სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდება, მატჩი კი საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ნაპოლი ყველაზე მეტად შეაშინა“ - მოურინიო
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ნაპოლი ყველაზე მეტად შეაშინა“ - მოურინიო