მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაერი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “მაგუაერი პროგრესირებს“

მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა ჰარი მაგუაერის სათამაშო წუთებმა მნიშვნელოვნად იკლო. ნიდერლანდელი სპეციალისტი ინგლისელი ცენტრალური მცველის თამაშით უკმაყოფილოა და ამას არც მალავს.

ჰარი ძირითადად შემადგენლობაში უფრო ხშირად თასის თამაშებზე გვევლინება, ხოლო პრემიერ ლიგაში მის ადგილს ლუკ შოუ ან ლისანდრო მარტინესი იკავებს. რაფაელ ვარანი კი ხელშეუხებელია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე ერიკ ტენ ჰაგს ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

ტენ ჰაგი:

„ჰარი მაგუაერი? ის არ არის ჩვენი მეხუთე არჩევანი. მან თავისი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს და შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ზოგჯერ ძალიან სწრაფად.. ვფიქრობ, ჰარი ახლა პროგრესირებს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.“

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: მე ჰარი პოტერი არ ვარ, საქმე რაშფორდის თავდაჯერებულობაშია
ტენ ჰაგი: მე ჰარი პოტერი არ ვარ, საქმე რაშფორდის თავდაჯერებულობაშია