დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე რეალთან მსაჯობით უკმაყოფილოა: სებალოსს მეორე ყვითელი უნდა მიეღო

დიეგო სიმეონე ესპანეთის სამეფო თასზე „რეალთან“ მარცხის შემდეგ, პრესის წინაშე წარდგა და მსაჯობაზე უკმაყოფილება გამოხატა.

„ატლეტიკომ“ თანაქალაქელთან დამატებით დროში 1:3 წააგო. მატჩის მსვლელობისას რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო.

- თქვენი აზრით, რა აკლდა გუნდს?

„ვფიქრობ, 70-ე წუთამდე ძალიან კარგად ვითამაშეთ. შემდეგ იყო სებალოსის მხრიდან წესების დარღვევა, რომელიც არავის აინტერესებს, რომ ის მეორე ყვითელი ბარათით უნდა შეფასებულიყო, მაგრამ ჩვენ სასარგებლო ანგარიშით უმრავლესობაში დავრჩებოდით (იმ მომენტში ატლეტიკო 1:0-ს იგებდა). ეს არ მომხდარა და შემდეგ კი სავიჩი გააძევეს. ჩვენ უმცირესობაში ვიყავით.

როდრიგოს გოლი წარმოუდგენელი ინდივიდუალური ქმედებაა. მანამდე ატლეტიკომ შესანიშნავი თამაში აჩვენა, მაგრამ უმცირესობაში უპირატესობის შენარჩუნება რთული იყო. ამის მიუხედავად, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გუნდმა აჩვენა თამაში, რომლის ნახვაც მინდოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან დავინახე, რამხელა ძალისხმევა გაწიეს ფეხბურთელებმა და რა შთაბეჭდილება მოახდინა გუნდმა“,

- განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის ნახევარფინალში „რეალთან“ ერთად „ბარსელონა“, „ბილბაო“ და „ოსასუნა“ გავიდნენ. წილისყრა დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამეფო თასის 1/4-ფინალი: მამარდა და ვალენსია ბილბაოსთან დამარცხდნენ
სამეფო თასის 1/4-ფინალი: მამარდა და ვალენსია ბილბაოსთან დამარცხდნენ