ჩეხი „არსენალში“ გადასვლასთან ახლოსაა
Aa
Aa

ჩეხი „არსენალში“ გადასვლასთან ახლოსაა

„Daily Mirror“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის „ჩელსის“ მეკარე პიტერ ჩეხი, ძალიან ახლოსაა „არსენალში“ გადასვლასთან. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, არსენ ვენგერსა და პიტერ ჩეხს შორის საუბარი უკვე შედგა და ფეხბურთელმა „მეთოფეთა“ რიგებში თამაშზე თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ ,რაც ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ტიბორ კურტუა დაიბრუნა, ჩეხს სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ აქვს. ფეხბურთელის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები