კეილორ ნავასი
Aa
Aa

კიდევ ერთი ვარსკვლავი საუდის არაბეთში - ალ-ნასრი კეილორ ნავასით ინტერესდება

„ალ-ნასრი“, რომლის ღირსებას კრიშტიანუ რონალდუ იცავს, კეილორ ნავასით ინტერესდება. რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის ჩემპიონატის ლიდერის მეკარემ, დავიდ ოსპინამ ტრავმა მიიღო და „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელები მის შემცვლელს ეძებენ.

Marca-ს ინფორმაციით, „ალ-ნასრი“ კოსტა რიკელი მეკარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. არის შანსი, ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლოს დაიხუროს, როცა „პარი სენ-ჟერმენი“ საუდის არაბეთს ესტუმრება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ესპანური გამოცემის მიხედვით, ნავასი ერთადერთი ვარიანტი არაა, მაგრამ „ალ-ნასრი“ მას პრიორიტეტს ანიჭებს. „პარი სენ-ჟერმენის“ გოლკიპერის გარდა, „ალ-ვაჰდის“ მეკარის, მუნირ მოჰამედის კანდიდატურა განიხილება, რომელსაც წარსულში „მალაგაში“ უთამაშია.

Marca-ს ცნობით, პსჟ არ აპირებს, კეილორს უსასყიდლოდ შეელიოს და შესაძლოა, ფინანსური საკითხები სერიოზულ გამოწვევად იქცეს. როგორც ირკვევა, რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, „ალ-ნასრის“ სურს, საკუთარი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდოს და თვლის, რომ ნავასის ტრანსფერი ამაში ძალიან დაეხმარება. კლუბი მას უკვე დაუკავშირდა და სეზონის დარჩენილ ნაწილში ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალის ტოპ 5 სამიზნე - ხვიჩა ლონდონური კლუბის რადარზეა
არსენალის ტოპ 5 სამიზნე - ხვიჩა ლონდონური კლუბის რადარზეა