კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცემა“ - რობერტო მარტინესმა რონალდუზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. „სელესაოს“ თავკაცმა განაცხადა, რომ „ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავი პატივისცემას იმსახურებს და შანსს ყველა ფეხბურთელი მიიღებს.

„გადაწყვეტილება მოედანზე და ვარჯიშებზე შექმნილი სიტუაციების გათვალისწინებით იქნება მიღებული და არ წარმოვადგენ იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომლებიც ნაადრევ არჩევანს აკეთებენ. მინდა, ყველა ფეხბურთელს შევხვდე და მათთან საუბარსა და შეხვედრებს დღეიდან დავიწყებ.

მსოფლიო ჩემპიონატზე, კრიშტიანუ გუნდის ნაწილი იყო, 19 წელია ეროვნულ ნაკრებში გამოდის და პატივისცემას იმსახურებს. ხვალ მუშაობას დავიწყებთ, ყველა ფეხბურთელს გავიცნობთ და ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე შემადგენლობის შერჩევის პროცესი ამ მომენტიდან დაიწყება. შანსს ყველა ფეხბურთელი მიიღებს და პატივისცემით მოვექცევით მათ, ვინც ნაკრების წევრია, რონალდუ კი ერთ-ერთი მათგანია“.

ცნობისთვის, რობერტო მარტინესი 2016-22 წლებში ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მას ბელგიის ოქროს თაობასთან მოუწია მუშაობა, 2018 წლის მუნდიალზე ბელგია მესამე ადგილზე გავიდა. კატარის მუნდიალზე ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, პორტუგალიის ნაკრების მსგავსად მაროკოსთან დამარცხდა. მარტინესს ასევე უმუშავია „სუონსისა“ (2007-09) და „უიგანის“ (2009-13) მთავარ მწვრთნელად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ მესის წინააღმდეგ - ამხანაგური მატჩები ოფიციალურად ჩაინიშნა
რონალდუ მესის წინააღმდეგ - ამხანაგური მატჩები ოფიციალურად ჩაინიშნა