რობერტო მარტინესი, კატარი 2022
Aa
Aa

ოფიციალურად: მარტინესმა პორტუგალიის ნაკრები ჩაიბარა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი გახდა. კატარი 2022-ის დასრულების შემდეგ ბელგიის ნაკრები დატოვა და კონტრაქტი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა.

გასულ შაბათს, The Athletic-ის ჟურნალისტმა დევიდ ორნშტაინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს ჩაიბარებდა. ორნშტაინის ექსკლუზივი გამართლდა.

რობერტო მარტინესი 2016-22 წლებში ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მას ბელგიის ოქროს თაობასთან მოუწია მუშაობა, 2018 წლის მუნდიალზე ბელგია მესამე ადგილზე გავიდა. კატარის მუნდიალზე ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, პორტუგალიის ნაკრების მსგავსად მაროკოსთან დამარცხდა. მარტინესს ასევე უმუშავია „სუონსისა“ (2007-09) და „უიგანის“ (2009-13) მთავარ მწვრთნელად.

შეგახსენებთ, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს დაემშვიდობა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2016 მოიგო, თუმცა მუნდიალებზე წარმატებისთვის არ მიუღწევია. კატარი 2022-ზე, 1/4-ფინალში მაროკომ ენ-ნესირის გოლით პორტუგალია ტურნირიდან გამოთიშა, რის შემდეგაც სანტუშისა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის გზები გაიყო. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ალ-ნასრიში“ გადაბარგებული 37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებს არ ტოვებს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ