ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„უადგილო განცხადება, სიტუაცია უნდა გამოსწორდეს“ - რეალმა ზიდანს მხარი დაუჭირა

მადრიდის „რეალი“ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს მიერ ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „სამეფო კლუბმა“ თავის ყოფილ თავკაცს მხარდაჭერა გამოუცხადა და ლე გრეს სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდა.

„რეალი წუხს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს მიერ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ უდიადეს ლეგენდასთან, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. ეს სიტყვები უპატივცემულობას გამოხატავს ადამიანის მიმართ, რომელიც საფეხბურთო ქომაგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღაფრთოვანებდა. ჩვენი კლუბი სიტუაციის უსწრაფესად გამოსწორებას ითხოვს.

ზინედინ ზიდანი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. იგი ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და სხვა დამსახურებებთან ერთად, როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ამ სპორტის ღირებულებების დემონსტრირებას ახდენდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებები უადგილოა ადამიანისთვის, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან პოსტს იკავებს და მის დისკრედიტაციას ახდენს. ზუსტად ისე, როგორც განცხადება, რომელიც კარიმ ბენზემასთან მიმართებით გააკეთა“, - ამბობს „რეალი".

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსამდე“, „ზიზუს“ მხარდაჭერა კილიან მბაპემ გამოუცხადა და განაცხადა, რომ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის მისამართით უპატივცემულობის გამოხატვა არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე