მადრიდის ატლეტიკო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე: “თუ ვინმეს გაუმჯობესება სჭირდება ეს მე ვარ“

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და ახლა საკლუბო ფეხბურთის ჯერია. პრემიერ ლიგა განახლდა და სულ მალე ლა ლიგაც დაიწყება. მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ MARCA-სთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

სიმეონე:

„რასაც ჟოაუ ფელიქსი გუნდისთვის აკეთებს მნიშვნელოვანია, ხოლო გუნდი კი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ის ისე ითამაშებს, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრად კარგი შედეგი გვექნება. მას საუკეთესო თვისებების გამოსავლენად ყველანაირი პირობები აქვს.

დაცვის ხაზში დიდი არჩევანი არ მაქვს. ხან 4 მცველით ვითამაშებ ხან ხუთით. ეს უბრალოდ რიცხვების საკითხია. როგორც ყოველთვის, მთავარია ბურთი გვქონდეს, სისტემას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. „ატლეტიკოს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. ჩვენი 4 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშობდა.

აქ თუ ვინმე რამეს კარგად არ აკეთებს ეს მთავარი მწვრთნელია, ანუ მე. მე ვარ ის ვინც პირველ რიგში უნდა გაუმჯობესდეს. ასე კი გუნდის ხარისხიც მოიმატებს. „ატლეტიკოს“ თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავს. ლა ლიგის მომგები გუნდისგან განსხვავება მხოლოდ სუარესი და ტრიპიერია. სიტუაციის გამოსწორებას მაქსიმალურად ვეცდებით.“

შეგახსენებთ, რომ „როხიბლანკოს“ მიმდინარე სეზონში ბევრი არაფერი გამოსდის. სიმეონეს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო ლა ლიგაში 14 ტურის შემდეგ, 24 ქულით მეხუთე ადგილს იკავებენ. შემდეგ ტურში „ატლეტიკო“ „ელჩეს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 29 დეკემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენცოზე ნადირობა გამოცხადდა - ჩელსი 130 მილიონ ევროს იხდის
ენცოზე ნადირობა გამოცხადდა - ჩელსი 130 მილიონ ევროს იხდის