ლა ლიგა წესებს უფრო ამკაცრებს - ესპანური კლუბებისთვის ტრანსფერები რთულდება
Aa
Aa

ლა ლიგა წესებს უფრო ამკაცრებს - ესპანური კლუბებისთვის ტრანსფერები რთულდება

ლა ლიგაში ტრანსფერების მხრივ წესები კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ფეარ პლეისთან არის დაკავშირებული.

რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად

როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ გასულ ზაფხულს 150 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, მიუხედავად 1,3 მილიარდიანი ვალისა და მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისა. კლუბმა აქტივების გაყიდვით ლა ლიგის მიერ დაწესებული ხარჯვის ლიმიტების გვერდის ავლა შეძლო, რომელსაც „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ეკონომიკურ ბერკეტს" უწოდებს.

უფრო ზუსტად, „ბარსელონამ“ გაყიდა ლა ლიგის მატჩების სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული შემოსავლის 25% მომდევნო 25 წლის განმავლობაში, ასევე Barca Studios-ის აქციების 49,9%. ამან „ბარსას“ საშუალება მისცა მოკლე დროში მნიშვნელოვნად გაეზარდა შემოსავალი და შესაძლებელი გახადა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა.

ამის შემდეგ მსგავს ქმედებებზე რამდენიმე ესპანური კლუბი ფიქრობდა – მაგალითად, „ბეტისი“.

ამიერიდან ასე აღარ მოხდება

ახალი ფინანსური წესების წყალობით, რომელიც ლა ლიგას შემოაქვს, მსგავსი ქმედებები აღარ იქნება შესაძლებელი, წერს Diario Sport-ი.

ლა ლიგა ამიერიდან კლუბებს სახელფასო ლიმიტის გაზრდის მიზნით აქტივების გაყიდვის უფლებას აღარ მისცემს.

კლუბებს უფლება ექნებათ მხოლოდ გაყიდონ აუდიოვიზუალური და სხვა უფლებები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ღირებულება არ აღემატებოდეს კლუბის მთლიანი შემოსავლის 5%-ს. ლიმიტის გაზრდის მიზნით აქტივების გაყიდვა და შემდეგ ხელახალი შესყიდვა ფინანსური ჯარიმით დაისჯება.

კლუბებს მოეთხოვებათ ბიზნეს გეგმის წარდგენა, საიდანაც გაირკვევა, რომ აქტივების გაყიდვის შემდეგ, მათ გარანტირებულად შეეძლებათ, რომ ფეხბურთელების ხელფასების გადახდა ორი სეზონის განმავლობაში შეძლონ.

ადრე კლუბებს შეეძლოთ დაზოგილი ან მიღებული თანხის 25%-ის დახარჯვა გაყიდვებზე გამოეყენებინათ, ახლა კი მათ მხოლოდ 40%-ის დახარჯვის უფლება ექნებათ იმ გარანტიით, რომ ახალ ფეხბურთელებს ხელფასს გადაუხდიან.

ბოლოს კი უფრო მარტივი ენით, რომ ითქვას, ლა ლიგის კლუბები სხვა ლიგებთან შედარებით კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა გაცილებით გაურთულდებათ. რაც საბოლოოდ, ჩემპიონატის სანახაობრიობას აზარალებს და ესპანეთში მეგავარსკვლავების მოხვედრას ართულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ გაუშვით ასე სწრაფად?“ - ბენზემას ყოფილი აგენტის სკანდალური პოსტი და ვიდეო
„რატომ გაუშვით ასე სწრაფად?“ - ბენზემას ყოფილი აგენტის სკანდალური პოსტი და ვიდეო