ბათუმის დინამო
Aa
Aa

ბათუმის დინამომ სამი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურდა.

ცოტა ხნის წინ ბათუმური კლუბის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა 3 ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.

გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან „დინამოში“ 28 წლის სერბი მცველი, სეფან ჰაიდინი ითამაშებს. ჰაიდინი ამპლუით მარცხენა მცველია და ბოლოს სერბეთის ჩემპიონატში, „ვოზდოვაჩში“ გამოდიოდა. ის „ცრვენა ზვეზდას“ აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა წლების განმავლობაში როგორც კლუბის ძირითად გუნდში, ისე შიდა ჩემპიონატის რამდენიმე გუნდში თამაშობდა. სანაკრებო დონეზე მას ერთადერთი შეხვედრა სერბეთის 19-წლამდე გუნდში აქვს ჩატარებული. ჰაიდინი „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდში მინიმუმ 1 წლით დარჩება.

მეორე ლეგიონერი, რომელიც გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებს, ბელორუსი მეკარე, ანტონ ჩიჩკანია, რომელიც ბათუმამდე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. არჩილ ბერიძემ ჩიჩკანი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა და მასთანაც 1-წლაინი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივების ვარიანტსაც ითვალისწინებს. ბელარუსი მეკარე თბილისის „დინამომდე“ რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ „უფაში“ გამოიდოდა, მანამდე კი ბელარუსის ჩემპიონატში, ბორისოვის „ბატეს“ ღირსებას იცავდა. მას ეროვნულ ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ბათუმის „დინამომ“ ასევე 18 წლის ქართველი ნახევარმცველის, მუხრან ბაგრატიონის ტრანსფერიც გააოფიციალურა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრანტიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა თანამშრომლობის გახანგრძლივების პერსპექტივით. ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ასევე, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აღმასრულებელი კომიტეტი - XXXIII საარჩევნო ყრილობის თარიღი ცნობილია
აღმასრულებელი კომიტეტი - XXXIII საარჩევნო ყრილობის თარიღი ცნობილია