ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„უფრო დაუნდობლები უნდა ვიყოთ, ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ“ - ტენ ჰაგი

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქვა ტენ ჰაგმა:

სასიამოვნოა კაზემიროსთან მუშაობა. ყველა ხედავს, როგორი მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და რა სხვაობას ქმნის.

ვფიქრობ, სეზონის მიმდინარეობისას ფეხბურთელები ვითარდებიან. მათ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ითამაშეს და იმედია ასე გააგრძელებენ. ამ დონეზე უნდა დავრჩეთ და თამაშიდან თამაშამდე გავუმჯობესდეთ.

დღევანდელ თამაშში მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით. მესამე გოლი თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გავიტანეთ, მაგრამ ეს უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა. პირველი ტაიმით დასრულებამდე ორი ძალიან კარგი შანსი გვქონდა ამ მატჩის დასასრულებლად.

წინ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გველის და სადღაც ძალების დაზოგვა მოგვიწევს, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. ამიტომ, გუნდის განვითარებისთვის იმპლემენტაციები უნდა დავამატოთ. დღეს მარსიალმა და რაშფორდმა გაიტანეს, ხვალ ბრუნო ფერნანდეში გაიტანს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დაუნდობლები ვიყოთ.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 17 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა „წითელ ეშმაკებს“ ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ტენ ჰაგის გუნდს მომდევნო შეხვედრა 31 დეკემბერს, სტუმრად „ვულვზის“ წინააღმდეგ ელის.

მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 ნოტინგემი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები