იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მილოშ კრასიჩი
Aa
Aa

“კრასიჩის მახეში არ უნდა გაებას“ - Forbes კვარაცხელიაზე წერს

ხვიჩა კვარაცხელია იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომ მასზე არაერთი ცნობილი გამოცემა წერს. გამონაკლისი არც Forbes გახდა და ქართველ ტალანტზე საინტერესო სტატია შემოგვთავაზა.

რას წერს Forbes?

„სადებიუტო სეზონის პირველ თვეებში გამოსარჩევი ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულია. ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ივნისში გადავიდა და ის ბევრისთვის უცნობი იყო, გარდა რამდენიმე ცნობილი ადამიანისა. ხვიჩა 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიყვანეს.

თავისი მოქნილი ფეხებით და ცრუ მოძრაობებით კვარაცხელია სერია ა-ს პირველი სამი თვის ვარსკვლავი იყო. მან გუნდზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ ლორენცოს წასვლა ყველას დაავიწყა. კვარაცხელიამ სერია ა-ს პირველი ნახევარი 6 გოლით და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა. 21 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც გაიბრწყინა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გააწამა.

მოულოდნელობის ფაქტორი გასათვალისწინებელია. ხვიჩას უპირატესობას ის აძლევს, რომ სერია ა-ს მცველებმა არ იცოდნენ რასთან და ვისთან ჰქონდათ საქმე. ქართველი ფეხბურთელი იმ მახეში არ უნდა გაებას, რომელშიც 2010/2011 წლებში მილოშ კრასიჩი გაეხვა. სერბი იტალიაში უცნობი ფეხბურთელის სტატუსით წავიდა. მის გამოცდილებას მოსკოვის ცსკა ამაგრებდა.

იმ პერიოდში კრასიჩმა საშინელ „იუვენტუსში“ გაანათა და მისი წყალობით გუნდი ბევრ თამაშს იგებდა. ბონუჩი, კიელინი და მარკიზიო ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ხოლო დელ პიერო, ამაური და კუალიარელა ვეტერანები. მილოში მარჯვენა ფლანგზე თავისი ჯადოსნური მოძრაობებით გამოირჩეოდა. შემდეგ დადგა ახალი წელი და 2011 წლის დასაწყისში მცველებმა კრასიჩი შეისწავლეს. მისი შეჩერება ყველას უმარტივდებოდა. სერბმა ფეხბურთელმა თავის სათამაშო სტილში არაფერი შეცვალა. სწორედ ამ მიზეზით სეზონის მეორე ნახევარი ჩაუვარდა. საბოლოოდ კი „ფენერბახჩეში“ გაყიდეს, თუმცა ის 4 თვე დღემდე ყველას ახსოვს.

რას აკეთებს ამ დროს ხვიჩა? DAZN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრი უნდა იმუშაოს, რადგან მას სურს არაპროგნოზირებადი იყოს და ასე მცველებს საქმე გაურთულოს. ამის გამო ის უნდა შევაქოთ. თუ მის სისწრაფეს და თამაშის ველურ მანერებს გავითვალისწინებთ, მისი შეჩერება პირისპირ ყველას გაუჭირდება და 2 პერსონალური მეურვე გახდება საჭირო.

მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სიტუაციას კვარაცხელია აანალიზებს და სურს არაპროგნოზირებადი იყოს უნდა ვივარაუდოთ, რომ 2023 წელს ის კვლავ შეუჩერებელი იქნება და კრასიჩის მახეში არ გაებმება. ეს ყველაფერი კი ყველა მარჯვენა მცველისთვის საშინელი პერსპექტივაა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩს აჯობა - ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია
ჯოკოვიჩს აჯობა - ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია