ზინედინ ზიდანი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

ბრაზილიელები ზიდანს ითხოვენ - შედგება შეთანხმება?

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ზინედინ ზიდანი დაინიშნოს.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, „სელესაოს“ რამდენიმე ფეხბურთელი, კერძოდ კი ვინისიუს ჯუნიორი, ედერ მილიტაო და კაზემირო ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას ითხოვს. ამის წინააღმდეგი არ ლეგენდარული რონალდოა, რომელიც ზიდანთან ერთად მადრიდის „რეალში“ რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა და ვეტერან ფეხბურთელთან ამ დრომდე მეგობრული ურთიერთობა აქვს.

L'EQUIPE-ის ჟურნალისტი წერს:

ზიდანის კანდიდატურა ბრაზილიელებს მოსწონთ, მათ შორის გავლენიან რონალდოს და ის ასევე პოპულარულია მის ყოფილ ფეხბურთელებში, კერძოდ, ვინისიუსში, ედერ მილიატოსა და კაზემიროში. საინტერესოა, მიიღებს თუ არა ზიდანი ამ გამოწვევას და გახდება თუ არა 1965 წლის შემდეგ პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს?

ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად არაერთი ცნობილი უცხოელი სპეციალისტი დასახელდა, მათ შორის არიან ტომაშ ტუხელი, მაურისიო პოჩეტინო, რაფაელ ბენიტესი და კარლო ანჩელოტი.

ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერება ზინედინ ზიდანის საფრანგეთის ნაკრებში დანიშვნის შესახებაც, თუმცა ეს დიდიე დეშამზე იქნება დამოკიდებული. თუ ფრანგი სპეციალისტი „მამლებთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაშინ „ზიზუს“ სხვა შეთავაზებების განხილვა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა
რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა