ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„ორტეგა, ჰოლოუეი ან კორეელი ზომბი“ - ილიამ სასურველი მეტოქეები დაასახელა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ბრაის მიტჩელის ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მასზე „ელ მატადორისა“ და „თაგნესთის“ ჩხუბის შემდეგ განვითარებული მოვლენებია ასახული და მიტჩელი არ მალავს, რომ კარიერის დასრულებას განიხილავს.

„ჩემი აზრით, ნებისმიერ ამბიციურ ადამიანს, სულერთია იგი რა პროფესიისაა, სურს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ნომერ პირველი იყოს. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა და ბრაის მიტჩელს უნდოდა, მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო. როცა ხვდები სპორტსმენს, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში კი არ მარცხდები, ის შანსს არ გიტოვებს და დომინანტურ სტილში იმარჯვებს, შენი, როგორც სპორტსმენის ეგო ზიანდება და ხვდები, რომ ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც შენზე ძლიერია. ქამარი რომც მოიგო და საუკეთესო გახდე, მაინც გეცოდინება, რომ არის ვიღაც, ვინც შენზე ბევრად, ბევრად მაგარია. ეს რეალობაა და შოკს იღებ, როცა ამაზე ფიქრობ. როცა სიკვდილისთვის მზად ხარ და ორმოში ვარდები, რომლიდანაც ამოსვლა არ გინდა, ეს შენს ხასიათზე ბევრს ამბობს“.

ილიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის მებრძოლები დაასახელა, რომლებთანაც ჩხუბის გამართვა სურს: „UFC-ის წინადადებას ველოდები და ჩემი მიზანი ბრაიან ორტეგასთან, მაქს ჰოლოუეისთან ან კორეელ ზომბისთან ბრძოლაა. დაუმარცხებელი ვარ, ბოლო 4 ჩხუბი ნაადრევად დავასრულე და ვფიქრობ, ამას ვიმსახურებ“.

ცნობისთვის, მაქს ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის პირველ ადგილს იკავებს და ქამრის მოგების მთავარი პრეტენდენტია. ბრაიან ორტეგა მე-3 გახლავთ, ხოლო „კორეელი ზომბი“ მეექვსეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯორჯიანა როდრიგესი: ეს წელი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო
ჯორჯიანა როდრიგესი: ეს წელი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო