კარიმ ბენზემა, ანტუან გრიზმანი, უგო ლორისი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ლორისი და გრიზმანი ბენზემას წინააღმდეგ? - მედია ფარულ დაპირისპირებაზე წერს

საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრებში კარიმ ბენზემასა და ზოგიერთი ფეხბურთის ურთიერთობა ევროპულ მედიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

გამოცემა, Givemesport-ი წერს, რომ ბენზემას ნაკრებში ყოფნის წინააღმდეგი არაერთი ფეხბურთელი იყო, მათ შორის გუნდის კაპიტანი, უგო ლორისი და ერთ-ერთი ლიდერი, ანტუან გრიზმანი.

სააგენტოს ინფორმაციით, როდესაც კარიმმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კუნთის ტრავმა მიიღო, დიდიე დეშამმა მას შეკრების დატოვება მოსთხოვა, ამაში მთავარი როლი კი ლორისმა და გრიზმანმა ითამაშეს. ასევე იწერება, რომ ბენზემას წასვლით ისინი ბედნიერები იყვნენ.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, როდესაც რეალის ლიდერმა ტრავმა მიიღო, მას ნაკრების სამედიცინო შტაბმა მკურნალობის კურსის ჩატარება მადრიდში ურჩია. თავად ფეხბურთელი კი ამის წინააღმდეგი იყო. ამ ფაქტმა კი ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულის გარემოცვა დააეჭვა. ბენზემას ახლობლები ფიქრობდნენ, რომ მისი ტრავმის გართულებას "მამლებში" ხელს უწყობდნენ.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ლორისის და გრიზმანის რეაქცია, როდესაც დეშამმა ევრო 2020-ის დაწყებამდე გუნდს ბენზემას დაბრუნების შესახებ აცნობა.

ცნობისთვის, გუშინ 36 წლის ფორვარდმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებაც გამოაცხადა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი წლიდან საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს და დიდი შანსია, რომ ზიზუმ ბენზემა ნაკრებში დაბრუნებაზე დაიყოლიოს.

აქვე გეტყვით, რომ კარიმ ბენზემას გარეშე საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეძლო გასვლა, თუმცა საჩემპიონო ბრძოლაში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა ვუთხარი მას?“ - მაკრონმა მბაპესთან დიალოგის დეტალები გაამხილა
„რა ვუთხარი მას?“ - მაკრონმა მბაპესთან დიალოგის დეტალები გაამხილა