კატარი 2022, ფერნანდუ სანტუში, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ოფიციალურად: სანტუში დაითხოვეს - მისი სავარაუდო შემცვლელები ცნობილია

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებიდან დაითხოვეს.

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს, რომ სანტუში უკვე დათხოვნილია. მისი კონტრაქტი კი 2024 წლამდე იყო ძალაში.

სანტუშმა ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა. პორტუგალიას მან 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2019 წელს ერთა ლიგა მოაგებინა. მიმდინარე მუნდიალზე კი 1/4-ფინალში მაროკოსთან გამოვარდა.

სანტუშმა პორტუგალიის ნაკრებში 109 მატჩი ჩაატარა, 67 მოგება, 19 წაგება და 23 ფრე მიითვალა.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებად რუი ვიტორია, ჟორჟე ჟესუსი, რუი ჟორჟე, პაულო ბენტო, კარლოს კეიროში, პაულო სოუზა და ჟოზე მოურინიო დასახელდნენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელს უახლოეს კვირებში დანიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის ფინალის მსაჯი ცნობილია - პირველი პოლონელი ისტორიაში
მუნდიალის ფინალის მსაჯი ცნობილია - პირველი პოლონელი ისტორიაში