მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი
Aa
Aa

95 მილიონი გვარდიოლის სანაცვლოდ - მანჩესტერ იუნაიტედმა ლაიპციგს ოფიციალურად მიმართა

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ნათელი წერტილი იოსკო გვარდიოლი გახლავთ. ხორვატი ცენტრალური მცველი თავისი კარგი თამაშის წყალობით ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.

გამოცემა Footmercato წერს, რომ „ლაიპციგის“ ფეხბურთელით არც მეტი, არც ნაკლები „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. წყაროს ცნობით, ინგლისურმა გრანდმა გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართა და 95 მილიონი ევრო შესთავაზა.

ჯერჯერობით უცნობია „ლაიპციგის“ პასუხი, რადგან გვარდიოლთან კონსულტაცია არ გაუვლია. ეს იმიტომ, რომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება და ტრანსფერებისთვის ნამდვილად არ სცალია.

შეგახსენებთ, რომ თავად იოსკო მადრიდის „რეალის“ დიდი გულშემატკივარია და იქ თამაშზე ოცნებობს. რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ განაცხადა, რომ „ბლანკოსი“ გვარდიოლის ყიდვით ინტერესდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად ფეხბურთელს „სამეფო კლუბი“ უყვარს, წესით „მანჩესტერი“ უშანსოდ უნდა იყოს. გთავაზობთ გვარდიოლის ინტერვიუდან ამონარიდს:

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს იქ ვითამაშო. მოდრიჩს ჩემთვის „რეალზე“ არაფერი უთქვამს, რადგან არ სჭირდება. სრულიად ვიაზრებ „სამეფო კლუბის“ გენიალურობას."

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხორვატი „დინამო ზაგრების“ აღზრდილი გახლავთ და ახლა „ლაიპციგის“ კუთვნილებაშია. გვარდიოლმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 65-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე
“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე