ATP
Aa
Aa

რუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის გამო - ATP-მა ბრიტანეთი დააჯარიმა

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსული საომარი ქმედებების გამო ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენებს პრობლემები შეექმნათ. მაგალითად, რუს ჩოგბურთელებს გარკვეულ ტურნირებზე არ ათამაშებენ.

ყველაზე მკაფიო პოზიცია უიმბლდონის ორგანიზატორებმა დააფიქსირეს და რუს ჩოგბურთელებს მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ასევე, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს, ბრიტანეთში გამართულ ნებისმიერ საჩოგბურთო შეჯიბრებაზე ეკრძალებათ გამოსვლა.

ამის გამო, ATP-მ LTA(ბრიტანეთის საჩოგბურთო ასოციაცია) 820 000 ევროთი(მილიონი დოლარი) დააჯარიმა. ამ საკითხს კი LTA გამოეხმაურა.

ოფიციალური განცხადება:

„ATP-მა, თავის დასკვნაში, არ აჩვენა იმ განსაკუთრებული გარემოებების აღიარება, რომელიც შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით. როგორც ჩანს, ATP ამ საკითხს განიხილავს, როგორც მათი წესების პირდაპირ დარღვევას - უკრაინის სიტუაციის მიმართ გამოხატული თანაგრძნობის გასაოცარი ნაკლებობით და იმ უნიკალური გარემოებების მკაფიო გაუგებრობით, რომელიც LTA-ს შეექმნა.

ყურადღებით განვიხილავთ ჩვენს პასუხს და ველოდებით ჩვენი გასაჩივრების შედეგს ATP-ის გადაწყვეტილების და სანქციის წინააღმდეგ.”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში