სერხიო ბუსკეტსი, კატარი 2022, უნაი სიმონი
Aa
Aa

„ეს ჩვენთვის მძიმე ღამეა“ - ბუსკეტსი და სიმონი სენსაციურ მარცხზე

კატარი 2022-ის მერვედფინალში მაროკოსა და ესპანეთის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა, თუმცა გოლი არ გასულა და პენალტების სერიაში მაროკომ 3:0 გაიმარჯვა.

ბუსკეტსი:„საწყენია, რომ პენალტების სერიაში დავმარცხდით. ახლა მნიშვნელოვანია გუნდი და არა მე. ეს ჩვენთვის მძიმე ღამეა. ახლა ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გამოცდილება ჩვენი ფეხბურთისთვის გამოვიყენოთ. ესპანეთის ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, მათ ეს გამოცდილება დაეხმარებათ და წინსვლას გააგრძელებენ“.

უნაი სიმონი: „ვხედავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოულოდნელობები ფიქსირდება. ვერ შევეძელით ამ ეტაპის გადალახვა, რასაც მაროკოსთან არ ველოდით, მაგრამ ეს რეალობაა და სახლში უნდა წავიდეთ“.

ესპანეთის ნაკრებმა სამი პენალტი შეასრულა, თუმცა სარაბიმ, სოლერმა და ბუსკეტსმა გოლი ვერ გაიტანეს. მაროკოს ნაკრებმა 4-დან 3 პენალტი გამოიყენა, საბირიმ, ზიეჩმა და ჰაკიმ შეაგდეს, მაროკოელთა მხრიდან მხოლოდ ბადრ ბანუნის დარტყმა აღმოჩნდა წარუმატებელი, სიმონმა აუღო.

აღსანიშნავია, რომ მაროკოელთა მეკარემ, იასინ ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს აუღო, ხოლო სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. საინტერესოა, რომ სარაბიას გოლის გატანა დამატებითი დროის მიწურულსაც ჰქონდა, თუმცა მისთვის წარუმატებელი დღე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის დიდი სენსაცია - მაროკომ ესპანეთი ტურნირიდან გამოთიშა
მუნდიალის დიდი სენსაცია - მაროკომ ესპანეთი ტურნირიდან გამოთიშა