არგენტინა, პოლონეთი
Aa
Aa

C ჯგუფი: მერვედფინალში არგენტინა და პოლონეთი გავიდნენ

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩები. არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა, ხოლო მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 აჯობა. აქედან გამომდინარე, მერვედფინალში არგენტინა და პოლონეთი გავიდნენ.

მატჩები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. „ალბისელესტე“ პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. მეტიც, მსაჯმა მათ სასარგებლოდ პენალტიც დანიშნა, თუმცა ლეო მესის შესნიმ აჯობა. ორივე შეხვედრის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი არგენტინამ აქტიურად დაიწყო და მაკ ალისტერმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. პოლონეთ მაინც საკუთარ საჯარიმოსთან იყო მიჯაჭვული და სკალონის შეგირდები არ ჩერდებოდნენ. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ხულიან ალვარესმა 67-ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა. „ალბისელესტე“ მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.

მექსიკამ 2:1 მოიგო და პოლონეთის მსგავსად 4 ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მერვედფინალში მიხნიევიჩის შეგირდები გავიდნენ, სადაც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

პოლონეთი - არგენტინა 0:2

საუდის არაბეთი - მექსიკა 1:2

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა
ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა