ბელგია, ზლადკო დალიჩი, ხორვატია
Aa
Aa

“ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ“ - დალიჩი ბელგიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხორვატია ბელგიას უპირისპირდება. მატჩის წინ, ზლატკო დალიჩმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დალიჩმა?

„ახლა თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს. ეს მატჩი ჯგუფიდან გამსვლელის ბედს წყვეტს. ბელგიას თამაში არ დავიწყებია. ასე რომ, ხორვატია უმაღლეს დონეზე უნდა გამოვიდეს. ჩვენ ვეთამაშებით ნაკრებს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა და დიდი ხნის განმავლობაში პირველზე იყო.

ბელგია შესანიშნავი ნაკრებია. ჩვენ არ მოგვატყუებს მათი ჩაგდებული მატჩი. მათგან საუკეთესო ფეხბურთს ველოდებით. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვირჩევთ ვისთან ვითამაშებთ გადამწყვეტ შეხვედრას. რა თქმა უნდა, სხვასთან თამაშს ვამჯობინებდი. ფრეზე არ ვითამაშებთ, რადგან ამას ყოველთვის რაღაც ცუდი მოაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ხორვატიას და მაროკოს 4-4 ქულა აქვთ და პირველ/მეორე ადგილს იყოფენ. ბელგია 3 ქულით მესამე პოზიციაზეა და ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ხორვატიისა და ბელგიის დაპირისპირება პირველი დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-მ ტრიბუნებზე ცისარტყელის ფერი სომბოლოები დასაშვები გახადა
FIFA-მ ტრიბუნებზე ცისარტყელის ფერი სომბოლოები დასაშვები გახადა