არგენტინა, ლიონელ სკალონი, პოლონეთი
Aa
Aa

სკალონი: “პოლონეთს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინის ნაკრები პოლონეთს ხვდება. მატჩის წინ, არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სკალონიმ?

„რთულ თამაშს ველოდებით. პოლონეთი არის გუნდი, რომელიც დაცვაში და შეტევაში თანაბრად კარგად თამაშობს და ყველას ბევრ პრობლემას უქმნის. ჩვენი იდეა საკმაოდ მკაფიოა. მხოლოდ გამარჯვება - სხვა არაფერი განიხილება. თამაშს ვგეგმავთ იმის მიხედვით, თუ რა ხდება ჩვენს გუნდში. ნახევარდაცვის ერთ პოზიციაზე 5 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოვცადე.

რაც შეეხება დიბალას სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა. ის თავს კარგად გრძნობს, რადგან არგენტინამ მოიგო. რა თქმა უნდა, მას თამაში სურს ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს. ვნახოთ რა იქნება შემდეგ მატჩში. რობერტ ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში პრივილეგიაა. აქვს თუ არა მას მესის დონე? თუ აქვს ამით უნდა დატკბეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელების შედარება უსარგებლოა.

მსურს თუ არა ავცდე საფრანგეთს? ჯერ ჯგუფიდან გავიდეთ და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. მეტოქეთა უმეტესობა ჩვენთან თამაშის სტილს ცვლის. გამონაკლისი არც პოლონეთი იქნება. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე კი სწორედ პოლონეთია. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წესები დაარღვია - გერმანია 10 000 ევროთი დააჯარიმეს
წესები დაარღვია - გერმანია 10 000 ევროთი დააჯარიმეს