30 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

30 ივლისის სატრანსფერო ზონა

Crystalsport-ი გთავაზობთ დღევანდელ სატრანსფერო სიახლეებს.

რა ვითარებაა სატრანსფერო ბაზარზე. იხილეთ ბოლო ცნობები.

 

***

The Daily Star-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა.

მილანის „ინტერის“ ხორვატი გარემარბი ივან პერიშიჩი, 48 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „წითელ ეშმაკებში“ გადაბარგდება.

თავდაპირველად, იტალიელები 50 მილიონს ითხოვდნენ. შემდეგ, ფეხბურთელმა თავად მოითხოვა გუნდიდან გაშვება და როგორც ჩანს, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

პერიშიჩის შეძენას თავად ჟოზე მოურინიო ითხოვდა. ხორვატი ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ სწრაფია. მას ორივე ფლანგზე შეუძლია ითამაშოს და მთლიანად გააკონტროლოს იგი.

პერიშიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან ასპარეზობს და 70 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა.

***

Calciomercato-ს მტკიცებით, ლონდონის „ჩელსი“ ალექს სანდროს ტრანსფერის გაჩარხვასთან ახლოსაა.

„არისტოკრატები“ მზად არიან, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.

წინა შეთავაზება ტურინელებმა დაბლოკეს. ამჯერად კი, „იუვენტუსს“ უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდება.

ბრაზილიელი განაპირა მცველის ტრანსფერს ანტონიო კონტე უკვე დიდი ხანია ითხოვს.

*** 

The Express-ის ცნობით, „პსჟ“ ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზადაა.

ბევრისთვის ეს წინადადება სასაცილოც კი არის, რადგან პარიზელები ნეიმარის სანაცვლო 222 მილიონის გადახდას აპირებენ.

ფრანგებს, სიტუაციას ფეხბურთელის პოზიცია უადვილებთ. ჩილელმა ფეხბურთელმა „მეთოფეებს“ მიანიაშნა, რომ გუნდის დატოვება სურს.

ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით „პსჟ“ სრულ გაურკვევლობაშია. თუ, ბრაზილიელი ვერ გადმოიბირეს, პარიზელებს სათადარიგო გეგმა მზად აქვთ.

*** 

The Mirror-ის ცნობით, იურგენ კლოპს კრისტიან პულიშიჩის შეძენა სურს.

თუ, ფელიპე კოუტინიო გუნდს დატოვებს, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, გერმანელი სპეციალისტი მის ჩანაცვლებას 18 წლის ამერიკელით აპირებს.

ჯერჯერობით, „დორტმუნდის“ პოზიცია უცნობია. მაგრამ, სურვილის შემთხვევაში „მერსისაიდელებს“ ამ ტრანსფერის განხორციელება არ უნდა გაუჭირდეთ.

გასულ სეზონში, პულიშიჩმა „ბორუსიას“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანაც მოახერხა.

*** 

MD-ს ცნობით, „ლივერპული“ „ბარსელონას“ ბრაზილიელი ნახევარმცველის რაფინიას შეძენითაა დაინტერესებული.

კატალონიელებს 24 წლის რაფინიას სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება სურთ.

არ არის გამორიცხული, რომ ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერში სწორედ რაფინია იქნას ჩართული.

უახლოეს დღეებში, „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“ შორის ყველაფერი ოფიციალურად გაირკვევა.

*** 

“მონაკომ” ლონდონის “არსენალს” ტომას ლემარის მიყიდვაზე უარი განუცხადა.

“მონეგასკებმა” 21 წლის ნახევამრცველის ტრანსფერის თაობაზე „მეთოფეთა“ წინადადება

მესამედ უარყვეს. ლონდონელებმა ფრანგებს 50 მილიონიანი წინადადებით მიმართეს

თუმცა “მონაკო” კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვას არ აპირებს. ფრანგულმა კლუბმა მიმდინარე 

სატრანსფერო პერიოდში ბერნარდ სილვა, ბენჟამენ მენდი (ორივე “მანჩესტერ სიტი”) და ტიემუე ბაკაიოკო (“ჩელსი”) უკვე გაყიდა.

ლემარს “მონაკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

მან, გასულ სეზონში 55 შეხვედრა ჩაატარა. 

თავი 14 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

***

ვესლი სნეიდერი შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდეს..

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, “ნიცა” 33 წლის ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და არაა გამორიცხული, ტრანსფერი მართლაც შედგეს.

სნეიდერი ამჟამად თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, ნებისმიერ გუნდში უფასოდ 

შეუძლია გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ ვესლი სნეიდერი ბოლო წლებში თურქულ “გალათასარაიში” 

თამაშობდა, რომელთანაც ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაწყვიტა.

*** 

Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ კოუტინიოს გაფორმებასთან ახლოსაა.

უახლოეს დღეებში, კატალონიელები ინგლისელებს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ. „ბარსას“ პირველი 70 მილიონიანი წინადადება „მერსისაიდელებმა“ დაბლოკეს. ამჟამად, „ბლაუგრანა“ 85 მილიონის შეთავაზებას გეგმავს და არც ის არის გამორიცხული, რომ ტრანსფერში თავისი რომელიმე მოთამაშეც ჩართოს.

„მერსისაიდელები“ პრემიერლიგის პირველ ტურს 15 აგვისტოს ითამაშებენ და გუნდს სურს, რომ ამ დროისთვის ყველაფერი გარკვეული იყოს.

თავის მხრივ, „ბარსა“ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ნეიმარის ტრანსფერი ჯერჯერობით კვლავ ჩიხშია. ესპანური პრესა წერს, რომ 2-3 დღეში ყველაფერს ნათელი მოეფინება და ერთ თვიან სატრანსფერო საგასპასუხი გაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები