ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ჟოაუ ფელიქსს ატლეტიკოდან წასვლა სურს - იგი თავის აგენტს უკვე დაუკავშირდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა, ჟოაუ ფელიქსმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca ავრცელებს და წერს, რომ პორტუგალიელმა ახალგაზრდამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.

Marca-ს ცნობით, ფელიქსი საკუთარ აგენტს, ჟორჟე მენდეშს დაუკავშირდა და სთხოვა, ახალი გუნდი მოუძებნოს. „როხიბლანკოს“ მისი გაშვება არ სურდა და როგორც მადრიდში აცხადებდნენ, უნდოდათ, რთული ვითარებიდან გამოსავალი ეპოვათ, მაგრამ ამ წუთისთვის რადიკალურად განსხვავებული რეალობა გვაქვს.

ესპანური გამოცემის ცნობით, „ატლეტიკოს“ ერთადერთი გამოსავალი აქვს და კლუბმა ფელიქსი უნდა გაყიდოს. იგი ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია მოქცეული და მისით „მილანი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან. Marca არ აკონკრეტებს პორტუგალიელ ახალგაზრდას კარიერის გაგრძელება რომელ ქვეყანაში სურს.

საინტერესოა, რომ ფელიქსის წასვლის ალბათობას „ატლეტიკოს“ ფინანსური მდგომარეობა ზრდის. მადრიდულ გრანდს 60 მილიონი ევრო სჭირდება და დიდი შანსია, ეს თანხა ჟოაუს გასხვისებით მიიღოს. ამ წუთისთვის, ერთადერთი ინტრიგა ისაა, ფელიქსი გუნდს იანვარში დატოვებს თუ „ატლეტიკოდან“ ზაფხულში წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანია საპროტესტო ჟესტს აღარ გამოიყენებს - ჰავერცმა ეს დაადასტურა
გერმანია საპროტესტო ჟესტს აღარ გამოიყენებს - ჰავერცმა ეს დაადასტურა