გერმანია, იაპონია
Aa
Aa

“იაპონიამ მსოფლიოს მეორე დარტყმა მიაყენა“ - მსოფლიო მედიის გამოხმაურება

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. არგენტინის მსგავსად, ბუნდეს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

ასეთ დროს, ყოველთვის საინტერესოა ავტორიტეტული სპორტული გამოცემების გამოხმაურება.

მაგალითად GOAL წერს: „ზუსტად ეს არის ის, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია“

ბლიჩერი: „მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვანაირად ხდება“

BBC: „იაპონიის ქამ-ბექმა გერმანია შოკში ჩააგდო“

Dailymail: „იაპონიამ მსოფლიოს მეორე დარტყმა მიაყენა“

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ესპანეთის და კოსტა რიკის ნაკრებები ასპარეზობენ. ამ წაგების შემდეგ, გერმანიას 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევს. მეორე ტურში ბუნდეს ნაკრები „ფურია როხას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოიერი: “გაშვებული გოლის შემდეგ სიმშვიდე დავკარგეთ“
ნოიერი: “გაშვებული გოლის შემდეგ სიმშვიდე დავკარგეთ“