ოფიციალურად - პეპ გუარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. რამდენიმე წამის წინ, „ქალაქელებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გვაუწყეს, რომ გუარდიოლა „ეტიჰადზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
More here ⤵️https://t.co/sNeoYF1c8d
— Manchester City (@ManCity) November 23, 2022
„მოხარული ვარ, რომ სიტიში კიდევ ორი წლით დავრჩები. სიტყვები საკმარისი არ იქნება, რათა კლუბს ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. აქ ბედნიერი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ყველაფერი მაქვს, რაც ჩემი სამუშაოს მაქსიმალურად კარგად შესასრულებლად მჭირდება.
ვიცი, რომ ამ კლუბის ისტორიის ახალი თავი საოცარი მომდევნო 10 წლის განმავლობაში იქნება. ბოლო 10 წელში იგივე მოხდა და არაფერი შეიცვლება, რადგან საუბარი სტაბილურ კლუბზე გვაქვს. აქ პირველივე დღიდან განსაკუთრებულ ადამიანად ვიგრძენი თავი და უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდი. ვგრძნობ, რომ კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია და დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე“, - განაცხადა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის მეთაურობით, „სიტიმ“ 11 ტიტული მოიგო, რომელთა შორის 4 პრემიერ ლიგაა. პეპის გუნდმა 921 გოლი გაიტანა და 374 მატჩიდან 271-ში იმარჯვა.