პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

The Athletic: გუარდიოლა სიტისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში, გაჩნდა საუბრები, რომ შესაძლოა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, პეპ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი „ქალაქელების“ ხელმძღვანელობას არ აწყობს. ესპანელი სპეციალისტის ხელში, „სიტი“ აშკარად უფრო დომინანტი გახდა, ვიდრე მის დანიშვნამდე იყო.

ამ მომენტისთვის, 51 წლის სპეციალისტს ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება. გავლენიანი გამოცემა The Athletic ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ გუარდიოლასა და „მანჩესტერ სიტის“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ესპანელი მწვრთნელი ინგლისურ კლუბში კიდევ 2 წლით დარჩება. ეს ზუსტად ისეთი კონტრაქტია, როგორიც მან 2021 წელს გააფორმა.

ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვით პეპს „მანჩესტერ სიტიში“ დარჩენა კიდევ 1 წლით შეეძლება დარჩენა. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, გუარდიოლა მანჩესტერში 2026 წლამდე დარჩება, ხოლო, როგორც მინიმუმ 2025 წლამდე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვეცდებით, 4 წელში მუნდიალზე გავიდეთ და გავიმარჯვოთ“ - მანჩინი
„ვეცდებით, 4 წელში მუნდიალზე გავიდეთ და გავიმარჯვოთ“ - მანჩინი