ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

თურქეთის შეკრებისთვის აქტიურად ემზადება - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე

იტალიური გამოცემა Il Matino ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხვიჩა გუნდს ორშაბათიდან შეუერთდება.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელიას მიზანია, რომ ორშაბათამდე სრულად გამოჯანმრთელებული იყოს. სპალეტის გუნდი ვარჯიშის განახლებას მომავალი კვირიდან გეგმავს. გუნდი ჯერ კასტელ Castel Volturno-ში შეიკრიბება, დეკემბრის დასაწყისში კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც სეზონის განახლებისთვის მოემზადება. ქართველი ფეხბურთელი კი აგრძელებს სარეაბილიტაციო პროგრამას და ინდივიდუალურად ვარჯიშებს, რათა 100%-ით დაუბრუნდეს თავის კონდიციებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბედნიეროდ, ნაპოლიში ხვიჩა მოვიდა და არა რონალდუ“ - რას წერს Gazzetta dello Sport
„საბედნიეროდ, ნაპოლიში ხვიჩა მოვიდა და არა რონალდუ“ - რას წერს Gazzetta dello Sport