Aa
Aa

"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტი: მბაპე არ იყიდება!

„მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ ვასილიევმა კილიან მბაპეს თაობაზე პრესკონფერენცია გამართა.

ვასილიევმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე არანაირი შეთანხმება არცერთ კლუბთან არ არსებობს.

„ჩვენ მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ.

შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არცერთ კლუბთა შეთანხმება მიღწეულია არაა.

სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ მბაპეს ტრანსფერზე რამდენიმე შეთავაზება მივიღეთ, რადგან ის მსოფლიო ფეხბურთის მომავალია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მადრიდულმა Marca-მ დაწერა, რომ „რეალმა“ „მონაკოსთან“ 180 მილიონ ევროდ მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა.

დავამატოთ ისიც, რომ თინეიჯერ ფორვარდს „მონეგასკებთან“ ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები