რომელუ ლუკაკუ, ბელგია
Aa
Aa

გადაწყდა - ლუკაკუ მუნდიალზე მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს

ტრავმის მიუხედავად, რომელუ ლუკაკუ მუნდიალზე მაინც წაიყვანეს. რობერტო მარტინესს მის გარეშე ბელგიის ნაკრები არ წარმოუდგენია. დაზიანების გამო, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

რამდენიმე რის წინ, „ინტერის“ ფეხბურთელმა MRI(მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია) გადაიღო და პასუხები არასახარბიელო აღმოჩნდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ რომელუს შესაძლოა რამდენიმე მატჩი გამოეტოვებინა.

დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის ნაკრები ლუკაკუს გარეშე, როგორც მინუმ 2 მატჩს ჩაატარებს. 29 წლის შემტევის გამოჯანმრთელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობას 2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა ვერ მიიღებს. მიზეზი იგივეა - ფრანგ თავდამსხმელს ტრავმა აღენიშნება.

შეგახსენებთ, ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის ჯგუფში კანადასთან, მაროკოსთან და ხორვატიასთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას კი მარტინესის შეგირდები 23 ნოემბერს კანადის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერიქსენი: “ჩვენი კაპიტანი One Love სამკლავურს გაიკეთებს“
ერიქსენი: “ჩვენი კაპიტანი One Love სამკლავურს გაიკეთებს“