ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშო
Aa
Aa

მე-3 მარცხი - ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსზე გადავიდა

კიურუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა (ბალანსი 2:3-ზე) ჩიიოშომას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე ლევანმა მავაშში ჩავლება სცადა, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და ქართველ სუმოისტს კონტრ-ილეთით უპასუხა. შედეგად, ტოჩინოშინმა წონასწორობა დაკარგა, თავის შემაგრება ვეღარ შეძლო და დოჰიოდან გადავიდა.

ამ შეხვედრამდე სუმოისტებს შორის ურთიერთშეხვედრების ბალანსი იაპონელის სასარგებლოდ 4:3-ზე იყო და ამ გამარჯვების შემდეგ ჩიიოშომა უკვე 2 მოგებით დაწინაურდა.

რაც შეეხება ტურნირზე ლევან გორგაძის სტატისტიკას, ამ მარცხით ტოჩინოშინის ბალანსი 2:3-ზე გახდა.

ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე ხვალ მე-11 მაეგაშირა ონოშო იქნება, რომელსაც ტურნირზე 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ სრული თანაფარდობაა. რიკიშებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 4 ორთაბრძოლა გამართეს და ბალანსი 2:2-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოჰიოზე დაეცა - ტოჩინოშინის მეორე მარცხი
დოჰიოზე დაეცა - ტოჩინოშინის მეორე მარცხი