ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„მიზანში ურტყამს და მოჭრილი დარტყმებით გამოირჩევა“ - დი კანიო ხვიჩაზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ, რომელსაც 1993-94 წლებში „ნაპოლიში“ უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის კონკურენციაზე Sky calcio club-თან ისაუბრა. დი კანიოს თქმით, კვარაცხელიას თამაში მაკედონიელს თავს ახსენებს, რომ მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს.

„გასულ სეზონში ელმასის დარტყმები ისეთი ცუდი არ იყო, როგორც მიმდინარე სეზონშია. ვგულისხმობ, ზუსტ დარტყმებს, რომლებიც მიზანში მიდის. ამ მხრივ მისი პროდუქტიულობა გაუარესებულია.

რაც შეეხება ისეთ მოთამაშესთან ერთად თამაშს, როგორიც კვარაცხელიაა, ეს კონკურენცია ელიფ ელმასს ძალიან ეხმარება, რადგან ქართველი მისი თამაშიდან გამომდინარე ელმასს თავს ახსენებს. აქედან გამომდინარე, ელმასს სურს, ისევე კარგად ითამაშოს, რასაც კვარაცხელია აჩვენებს“.

დი კანიომ ასევე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიზანში ურტყამს და ე.წ. „მოჭრილი“ დარტყმებით გამოირჩევა. ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად კვარაცხელიას ამ კუთხითაც უპირატესობა აქვს.

„ხვიჩა მიზანში ურტყამს და ამავდროულად „მოჭრილ“ დარტყმებს ასრულებს“.

შეგახსენებთ, ხვიჩა ელმასის მთავარი კონკურენცია. კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშის გამო 23 წლის მაკედონიელი სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, თუმცა მას შემდეგ რაც ხვიჩამ წელის ტრავმა მიიღო, ელმასის სათამაშო დრო გაიზარდა, მის მიერ „ატალანტასთან“ და „ემპოლისთან“ გატანილმა გოლებმა სპალეტის გუნდს გამარჯვებები მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისი: „მჯერა, ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე არ იქნება, მაგრამ ვნახოთ“
ვაისი: „მჯერა, ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე არ იქნება, მაგრამ ვნახოთ“