ესპანელი ჟურნალისტი: მესის ბარსაში დაბრუნების შანსები მიზერულია
Aa
Aa

ესპანელი ჟურნალისტი: მესის ბარსაში დაბრუნების შანსები მიზერულია

ლიონელ მესის ბარსელონაში დაბრუნების შანსი უკიდურესად დაბალია.

როგორც BBC-ისთან საუბრისას ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე ამბობს, კატალონიური კლუბი სასოწარკვეთილი ცდილობს მესის წრესთან კავშირების დამყარებას, მაგრამ ლეოსთან დაახლოებული ადამიანები ამ მცდელობებს სრულ იგნორს უკეთებენ. არგენტინელის გადასარწმუნებლად „ბარსას“ დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, თუმცა მათი შანსები მაინც მიზერულად რჩება.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. „ბარსს“ ამჟამად გეგმაც არ აქვს, რომ ლეოს შესაძლო დაბრუნებისთვის კლუბი მოემზადოს.

კატალონიური კლუბის დატოვების შემდეგ, მესი თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან მან ყველაფერი გააკეთა იქ დარჩენისთვის და კლუბი ცდილობდა შეექმნა ცრუ შთაბეჭდილება, რომ ლეოს გარემოცვა მოლაპარაკებებს პსჟ-სთან აწარმოებდა.

სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჟოან ლაპორტამ თავისი წინასაარჩევნო კამპანია ააგო მესის „ბარსაში“ დარჩენის დაპირების საფუძველზე. გამარჯვების შემდეგ, მან თავისი სიტყვა არ შეასრულა და განაცხადა, რომ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ისინი ლეოსთან ახალ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროგრესისთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“ - სპალეტი ხვიჩასა და ოსიმენზე
„პროგრესისთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“ - სპალეტი ხვიჩასა და ოსიმენზე