ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: მესის სიტყვა უფრო მეტად იწონის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ გუნდში ლეო მესის როლზე ისაუბრა.

„მე მას დიდი ხანია ვიცნობ. წლების განმავლობაში ყველა ადამიანი იძენს გამოცდილებას. დაბერდები, მეტს სწავლობ. 35 წლის ასაკში შენ ისეთივე არ ხარ, როგორიც 20 წლისა. მესის როლი მის გუნდებში თანდათან გაიზარდა, ის უფრო მნიშვნელოვანი გახდა - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოედანზე საუკეთესოა, არამედ გუნდში მისი წონის გამო.

მისი სიტყვა გაცილებით მეტს იწონის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის. მესი ყოველთვის სწორ რამეს ამბობს. როცა ლაპარაკობს, მას ყველა უსმენს. ის მართლაც რაღაც განსაკუთრებულს გადმოსცემს. როდესაც ის საუბარს ასრულებს, სხვა სიტყვების დამატება საჭირო აღარ არის. არის სიტუაციები, როცა ჯობია არაფერი თქვა.

მესი არ მაკვირვებს, რადგან აჩვენებს, რომ ნამდვილად გრძნობს ამ ყველაფერს. ამას თანაგუნდელებიც გრძნობენ და ეს კარგია“,

- განაცხადა სკალონიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა
საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა