რომელუ ლუკაკუ, კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

რონალდუზე და იბრაზე წინ! - ხვიჩას უნიკალური მიღწევა იტალიაში

გავლენიანი სპორტული სააგენტო Sky Sports-ის იტალიური ანალოგი საკუთარ ვებ-გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან, მის განხორციელებულ შედეგებს ასახავს.

მას შემდეგ, რაც კვარას „პარტენოპეიში“ ჰქონდა დებიუტი, მან ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. Sky Sports-ის სტატისტიკის მიხედვით, იტალიურ გუნდებში დებიუტის დღიდან მსგავსი შედეგი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ხვიჩას 8 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის შესასრულებლად ერთ სეზონში არც მეტი, არც ნაკლები 75 დღე და 1128 წუთი დასჭირდა, სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა კი ამის განხორციელებას წლები და რამდენიმე სეზონი მოანდომეს. ამ მაჩვენებლით ქართველი ფეხბურთელი ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელუ ლუკაკუ და სხვები.

Sky Sports-ის მიერ დათვლილი შედეგები:

ხვიჩა კვარაცხელია - 8 გოლის და 10 ასისტის შესასრულებლად დებიუტის შემდეგ დასჭირდა 1128 წუთი და 75 დღე.

გონსალო იგუაინი - 8 გოლის და 8 ასისტის შესასრულებლად დასჭირდა 1723 წუთი და 140 დღე.

კრიშტიანუ რონალდუ - მსგავსი შედეგის მისაღწევად დასჭირდა 2474 წუთი და 168 დღე.

ედინ ჯეკო - 8 გოლი და ამდენივე ასისტი 2792 წუთში და 372 დღეში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 3585 წუთი და 259 დღე მილანში მეორედ დებიუტის შემდეგ.

რაფაელ ლეაუ - 8 გოლის და 8 ასისტის შესასრულებლად დასჭირდა 3843 წუთი და 626 დღე.

რომელუ ლუკაკუ - ინტერში დებიუტის შემდეგ მსგავს შედეგს მიაღწია 4900 წუთში და 454 დღეში.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს „ნაპოლი“ სერია A-ს მე-12 ტურში „სასუოლოს შეხვდა“ და 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და ასევე გოლიც გაიტანა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, სტუმრად „ლივერპულთან“ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიმიტი არ უნდა დავუწესოთ“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
„ლიმიტი არ უნდა დავუწესოთ“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება