ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

“ყოველი დღე მსიამოვნებს“ - იბრა კარიერის დასრულებას არ აპირებს

41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

„ჩემი თამაშით სიამოვნებას კვლავ ვიღებ. ახლა, ჩემი ასაკისა და თანაგუნდელების გათვალისწინებით, ახალ სიტუაციაში ვარ, მაგრამ ყოველი დღე მსიამოვნებს, რადგან ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად მომენატრება ეს ყველაფერი, როცა კარიერას დავასრულებ. ამის შემდეგ, არ მინდა ვიცხოვრო სინანულით და ფიქრებით, რომ თამაში კიდევ უნდა გამეგრძელებინა.

ვცდილობ, ამ ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ვიმუშაო და მათი რიტმი ჩემს შეესაბამებოდეს. მინდა ვიყო ჯანმრთელი. თუ მათ დონეზე ვიქნები, გავაგრძელებ თამაშს, სანამ შემიძლია. ვითამაშებ სანამ შედეგის ჩვენება შემეძლება.

მინდა, რომ ჩემს ირგვლივ ხალხი გულწრფელი იყოს ჩემ მიმართ, როგორც კი თამაშს უარესად დავიწყებ. მინდა მათ ამის შესახებ მითხრან. შემდეგ ყველაფერს რეალურად შევხედავ“,

- განაცხადა ზლატანმა.

41 წლის იბრას მუხლის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში „მილანში“ ჯერ არ უთამაშია. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა