ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩელსის სკაუტები სამ ფეხბურთელს აკვირდებიან - ერთ-ერთი კვარაცხელიაა

საიმონ ფილიფსი ბრიტანული ჟურნალისტია, რომელიც „ჩელსის“ გულშემატკივარია და წლებია „არისტოკრატებზე“ წერს. რამდენიმე წუთის წინ, მან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და „ჩელსისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა.

ფილიფსის თქმით, „ლურჯებმა“ იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, რათა „პარტენოპეის“ სამ ფეხბურთელს დააკვირდნენ. ბრიტანელი ჟურნალისტის ცნობით, ლონდონელთა ყურადღების ცენტრში სტანისლავ ლობოტკა, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებიან. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული აქცენტი ნიგერიელ და ქართველ ფეხბურთელებზეა გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „კვარაზე“ ფაბრიციო რომანომ დაწერა და განაცხადა, რომ „ნაპოლის“ გეგმებში მისი გასხვისება არ შედის. „პარტენოპი“ ხვიჩას შესანარჩუნებლად იბრძოლებს და მის დასატოვებლად ყველაფერს არა მხოლოდ იანვარში, არამედ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისასაც გააკეთებს.

ცნობისთვის, სერია A-ს ბოლო შეხვედრა „ნაპოლიმ“ „რომას“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ნეაპოლელთა მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, სადაც „რეინჯერსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძოლა ხვიჩაზე: „ინგლისში მასზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“
ძოლა ხვიჩაზე: „ინგლისში მასზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“