ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„იანვარში კი არა, ზაფხულშიც არ გაყიდიან“ - ფაბრიციო რომანო ხვიჩაზე და სიტის ინტერესზე

ცნობილ იტალიელ სატრანსფერო ექსპერტსა და ჟურნალისტს, ფაბრიციო რომანოს სპორტულ ვებგვერდ Caughtoffside.com-ზე თავისი რუბრიკა აქვს, რომელშიც სატრანსფერო სიახლეებზე წერს. რამდენიმე წუთის წინ, რომანომ მორიგი სტატია შემოგვთავაზა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „სიტის“ ინტერესზე დაწერა და „პარტენოპეის“ გეგმები გაგვიზიარა.

„ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ სიტის დაუკავშირეს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ნაპოლი მას იანვარში არ გაყიდის. უფრო მეტიც, ეს არც ზაფხულში მოხდება და ვფიქრობ, ნეაპოლელები მის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

კვარაცხელია მთავარი მწვრთნელით, თანაგუნდელებით, ნეაპოლური ცხოვრებითა და კლუბის სპორტული პროექტით ბედნიერია. იგი ჯერჯერობით სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ნორმალურია, დიდი კლუბები რომ აკვირდებიან, თუმცა რაიმე სახის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომასთან" მინიმალური სხვაობით იმარჯვა და ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო. „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ნეაპოლელთა მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, სადაც „რეინჯერსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის ბოლოს ვალენსიაში - ღამურები გოჩოლეიშვილს აქტიურად აკვირდებიან
წლის ბოლოს ვალენსიაში - ღამურები გოჩოლეიშვილს აქტიურად აკვირდებიან